გიორგი წიტაიშვილი ლა ლიგა 2-ის სიმბოლურ გუნდში მოხვდა » სპორტის ხაზი

გიორგი წიტაიშვილი ლა ლიგა 2-ის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

გიორგი წიტაიშვილი ლა ლიგა 2-ის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
20-05-2025, 21:53
Aa Aa
გაზიარება:

ესპანური გამოცემა AS-ის ვერსიით, გიორგი წიტაიშვილი ლა ლიგა 2-ის 40-ე ტურის სიმბოლურ გუნდში დასახელდა. ქართველი შემტევის გამორჩეული თამაში „დეპორტივოს“ წინააღმდეგ გამართულ დაპირისპირებაში, (სადაც გრანადა გაიმარჯვა ანგარიშით 3:2) უყურადღებოდ არ დარჩენილა.

წიტაიშვილი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. „რიაზორის“ სტადიონზე გამართულ მატჩში მან გუნდს მნიშვნელოვანი გოლი შეჰმატა, რაც მისთვის სეზონის მეექვსე შედეგიანი დარტყმა აღმოჩნდა.

გიორგიმ მიმდინარე ჩემპიონატში ჯამში 34 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 6 გოლის გატანა და 3 საგოლე პასი შეძლო. მისი სტაბილური და შედეგიანი თამაში მნიშვნელოვანი ფაქტორია „გრანადას“ პლეი-ოფის ზონისთვის ბრძოლაში.

ამჟამად კლუბს 62 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეშვიდე პოზიციაზე იმყოფება. პლეი-ოფში მოსახვედრად კი მხოლოდ სამი ქულა აშორებს. გადამწყვეტი მატჩი 25 მაისს გაიმართება, სადაც გრანადა საკუთარ მოედანზე კასტელონს უმასპინძლებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.