უკვე ფინალებზე ფიქრობს - რა თქვა კვარამ ჩემპიონობის შემდეგ » სპორტის ხაზი

უკვე ფინალებზე ფიქრობს - რა თქვა კვარამ ჩემპიონობის შემდეგ

უკვე ფინალებზე ფიქრობს - რა თქვა კვარამ ჩემპიონობის შემდეგ
18-05-2025, 13:04
Aa Aa
გაზიარება:

ლიგა 1-ის სეზონი ოფიციალურად დასრულდა. ბოლო დეკადის ტრადიცია არ შეცვლილა და ჩემპიონი ამჯერადაც პარი სენ-ჟერმენი გახდა, რომლის ჩემპიონობაშიც თავის წვლილი ხვიჩა კვარაცხელიამაც შეიტანა.

გუნდმა ბოლო ტურში ოსერს მოუგო, მატჩის საუკეთესოს წოდების მიღების შემდეგ კი კვარამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

ამ თამაშისთვის კარგად მოვემზადეთ. ყველაფერი გამოვიდა. წინ მნიშვნელოვანი მატჩებია – საფრანგეთის თასისა და ჩემპიონთა თასის ფინალები.

ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. ვცდილობ, ადაპტაციის პროცესი საუკეთესოდ წარიმართოს. ყველა ძალიან მეხმარება, ესაა პასუხი თქვენს კითხვაზე. ველოდებით „ინტერთან“ მატჩს სრული კონცენტრაციით. ორი შეხვედრა დაგვრჩა და ვეცდებით, ისინიც მოვიგოთ.

- თქვა კვარამ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი