გადაცემა ტაიმაუტი ბარსელონას ლეგენდების გუნდის ერთ-ერთი წევრის, იარი ლიტმანენის კომენტარს ავრცელებს, რომელიც მან ქართველ ფეხბურთელებზე გააკეთა.
ყოველთვის მომწონდა ქართველი ფეხბურთელები, რადგან მათ კარგი უნარები, ბურთის ფლობის ტექნიკა ჰქონდათ. აიაქსიდან ვიცნობ შოთა არველაძეს, მისი ძმაც ნიდერლანდებში თამაშობდა და მათი ყურება ყოველთვის ძალიან სასიამოვნო იყო.
ქინქლაძემაც გაატარა მცირე დრო აიაქსში და ბურთთან ისიც ძალიან კარგი იყო. და, რა თქმა უნდა, კალაძე, რომელმაც იტალიაში მრავალი წელი გაატარა. როდესაც ვფიქრობ ქართველ ფეხბურთელებზე, პირველ რიგში საფეხბურთო ნიჭით დაჯილდოებული სპორტსმენები მახსენდებიან, რომლებსაც არაორდინალური გადაწყვეტილებების მიღების არ ეშინიათ და ბურთთან ძალზედ მეგობრულად არიან.
ჩემთვის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაა. დიდ სიამოვნებას ვიღებდი, როდესაც ნაპოლიში მის თამაშს ვადევნებდი თვალს, ახლა კი ის პსჟ-ს რიგებში ჩემპიონთა ლიგის ფინალს ითამაშებს…
- ამბობს ლიტმანენი.