საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა და „გრაცის შტურმის“ შემტევმა ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა, 2024/25 წლების სეზონშიც ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშის წოდება მოიპოვა. ქართველმა ფეხბურთელმა ეს აღიარება უკვე ზედიზედ მეორე წელია მიიღო.
კიტეიშვილი მიმდინარე სეზონში შესანიშნავ ფორმაშია. მან ავსტრიის ჩემპიონატში 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 12 გოლი და გააკეთა 4 საგოლე გადაცემა, რითაც უდიდესი წვლილი შეიტანა გუნდის წარმატებაში.
„შტურმი“ ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ლიდერის პოზიციას იკავებს და ისტორიული შანსი აქვს, ზედიზედ მეორედ დაეუფლოს ავსტრიის ჩემპიონის ტიტულს.