დიდი გამარჯვების დღე - 1981 წლის 13 მაისიდან 44 წელი შესრულდა » სპორტის ხაზი

დიდი გამარჯვების დღე - 1981 წლის 13 მაისიდან 44 წელი შესრულდა

დიდი გამარჯვების დღე - 1981 წლის 13 მაისიდან 44 წელი შესრულდა
13-05-2025, 20:30
Aa Aa
გაზიარება:

1981 წლის 13 მაისი ქართული სპორტისა და "დინამო თბილისის" ისტორიაში განსაკუთრებული თარიღია. "დინამოელები" ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ.

დიუსელდორფის ფინალურ მატჩში "კარლ ცაისთან" 2-1 გამარჯვების შემდეგ, დინამოელები უეფას თასების მფლობელთა თასს დაეუფლნენ. ტროფეი გუნდის კაპიტანმა ალექსანდრე ჩივაძემ უეფას პრეზიდენტისგან, არტემიო ფრანკისგან ჩაიბარა. დიდი გამარჯვების დღიდან 44 წელი შესრულდა.

დიუსელდორფი, რაინშტადიონი | დინამო თბილისი 2-1 კარლ ცაისი იენა

გოლები: 0:1 ჰოპე 63’ 1:1 გუცაევი 67’ 2:1 დარასელია 87’

მსაჯები: რიკარდო ლატანცი, ლუიჯი ანოლინი, პაოლო ბერგამო (იტალია)

უეფას კომისარი: დოქტორ იირა (ჩეხოსლოვაკია)

დინამო: გაბელია, კოსტავა, ჩივაძე ©, ხიზანიშვილი, თავაძე, დარასელია, სვანაძე (კაკილაშვილი 68), სულაქველიძე, გუცაევი, ყიფიანი, შენგელია

მწვრთნელი: ნოდარ ახალკაცი

კარლ ცაისი: გრაპენტინი, ბრაუერი, ჰოპე (ოევერმანი 88), შილინგი, კურბივაიტი ©, შნუპჰაზე, კრაუზე, ლინდემანი, ბილაუ (ტიოპფერი 76), რააბი, ფოგელი

მწვრთნელი: ჰანს მაიერი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი