ქუთაისის ტორპედომ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონი ცუდად დაიწყო. ამის შესახებ ამავე კლუბის ფორვარდმა, ბიორნ იონსენმა ისაუბრა, რომლის თქმითაც ნელ-ნელა ყველაფერი მწყობრში დგება და ტორპედოც უკეთესობისკენ მიიწევს.
ქუთაისის ტორპედოში ჩემი მიზანი იყო, ამ გუნდთან ერთად საქართველოს ჩემპიონი გავმხდარიყავი. თავიდან სეზონი ცუდად დავიწყეთ, რადგან ახალი გუნდი ვიყავით და ახალი მწვრთნელი გვყავდა. რთული პერიოდი გამოვიარეთ, მაგრამ ნელ-ნელა შედეგებს ვაუმჯობესებთ.
რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას. პირველ წრეში, ბათუმში მეტოქეზე უკეთესად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ, ამჯერად კი სამი ქულა მოვიპოვეთ. მადლობა ფანებს, მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს, გუნდმა ბოლომდე იბრძოლა.
- თქვა იონსენმა.
ცნობისთვის, ქუთაისური კლუბი ეროვნულ ლიგაში ახლა მეხუთე ადგილზე 21 ქულითაა, იონსენს კი 14 ტურში 4 გოლი აქვს გატანილი.