ნორვეგიელი ფორვარდი ბიორნ იონსენი ქუთაისის "ტორპედოში" დაბრუნდა და იმერულ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
33 წლის თავდამსხმელმა ტორპედოს პრეს-სამსახურს დაბრუნების შემდეგ მცირე ინტერვიუ მისცა, სადაც ამბობს, რომ ტორპედოში დაუსრულებელი საქმეები დარჩა და სწორედ ამიტომ დაბრუნდა.