"მარსელი" მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებს.
ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის საგზური კლუბმა გუშინ, 10 მაისს, "ლე ავრის" წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვებით მოიპოვა, რომლის მთავარი შემოქმედნიც ამინე გუირი და მეისონ გრინვუდი იყვნენ, 56-ე, 85-ე და 90+9 წუთზე გატანილი გოლებით - 3:1.
ვიდეო: