წყალტუბოს "სამგურალი" იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა დატოვა » სპორტის ხაზი

წყალტუბოს "სამგურალი" იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა დატოვა

წყალტუბოს "სამგურალი" იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
6-05-2025, 19:57
Aa Aa
გაზიარება:

იტალიელმა სპეციალისტმა როდოლფო ვანოლიმ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე წყალტუბოს "სამგურალის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. გუნდს ასევე გამოემშვიდობა მისი ასისტენტი დარიო ნუჰუ.

ვანოლი "სამგურალს" 2024 წლის ოქტომბრის ბოლოდან წვრთნიდა და ამ პერიოდში გუნდს 20 ოფიციალურ შეხვედრაში უხელმძღვანელა. ამ მატჩებიდან სამგურალმა 6 მოიგო, 6 ფრედ დაასრულა და 7 წააგო.

"მადლობას ვუხდით როდოლფო ვანოლისა და დარიო ნუჰუს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ საქმიანობაში.

„სამგურალის“ ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი"
- ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი