ერთი გოლის ფასი: იბერია 1999-მა დილას მოუგო | ეროვნული ლიგის მე-12 ტური » სპორტის ხაზი

ერთი გოლის ფასი: იბერია 1999-მა დილას მოუგო | ეროვნული ლიგის მე-12 ტური

ერთი გოლის ფასი: იბერია 1999-მა დილას მოუგო | ეროვნული ლიგის მე-12 ტური
3-05-2025, 00:51
Aa Aa
გაზიარება:

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-12 ტური დაიწყო. ერთი მატჩი გაიმართა, თბილისის იბერია 1999-მა 1:0 მოუგო გორის დილას და ლიდერობა გაიმყარა.

იბერია 1999 1:0 დილა

მოქმედმა ჩემპიონმა კვლავ მშრალად მოიგო. 1:0 გორის დილასთან. ეს ერთადერთი გოლი ირაკლი სიხარულიძემ გაიტანა მეორე ტაიმის შუაში. ირაკლიმ მეკარე დავით კერესელიძის მიერ მოგერიებული ბურთი გაგზავნა კარში.

საინტერესოა, რომ სიხარულიძისთვის ეს 127-ე გოლია საქართველოს მთავარ ლიგაში. ამ მაჩვენებლით დაეწია ჯაბა დვალს და მასთან ერთად მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს. პირველზეა ზურაბ იონანიძე 216 გოლით, მეორეზე - ლევან ხომერიკი (140).

გოლამდე და მერეც საკმაოდ იყო მომენტები. 0:0-ზე არბიტრმა ალეკო აფციაურმა პენალტი დანიშნა თბილისელთა კარში, მაგრამ შემდეგ VAR-ზე გადაამოწმა და გადაწყვეტილება შეცვალა. იმ მომენტში დილას შემტევ აბუბაქარ კონტესა და იბერიელთა მცველ დერეკ აგიაკვას შორის იყო ორთაბრძოლა.

იბერია 1999-მა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ბოლოს შარშან 18 სექტემბერს წააგო. ზედიზედ 28 მატჩში არ დამარცხებულა. ახლა იბერია 1999 7 ქულით უსწრებს დილას და ასევე დინამო ბათუმსაც, რომელსაც ამ ტურში ჯერ სათამაშო აქვს.

- ვკითხულობთ საქართველოს ეროვნული ლიგის პრეს-სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი