"ლუის ენრიკე დიდი პატივისცემით მექცევა" - კვარას კომენტარი მთავარ მწვრთნელზე » სპორტის ხაზი

"ლუის ენრიკე დიდი პატივისცემით მექცევა" - კვარას კომენტარი მთავარ მწვრთნელზე

"ლუის ენრიკე დიდი პატივისცემით მექცევა" - კვარას კომენტარი მთავარ მწვრთნელზე
გუშინ, 13:56
Aa Aa
გაზიარება:

უეფას ოფიციალური გვერდი ხვიჩა კვარაცხელიას კომენტარს ავრცელებს, რომელიც კვარამ მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეზე გააკეთა.

მწვრთნელის როლი ფეხბურთელის კარიერაში წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია. ლუის ენრიკემ თავისი ადამიანური თვისებებითა და ფეხბურთელებთან დამოკიდებულებით დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

როდესაც მწვრთნელი მშვიდად გიხსნის ყველაფერს, მოთამაშე უფრო მეტად ცდილობს, რომ უკეთესად ითამაშოს. ლუის ენრიკე გაგრძნობინებს, როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა, რომ ყველაფერი უნდა გასცე კლუბისა და გულშემატკივრებისთვის. ის ფეხბურთელებს დიდი პატივისცემით ექცევა, ყველაზე დიდი შთაბეჭდილება სწორედ მისმა ადამიანურმა თვისებებმა მოახდინა.

- ამბობს კვარა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი