ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ს საკუთარი მეგობრის შეძენას ურჩევს » სპორტის ხაზი

ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ს საკუთარი მეგობრის შეძენას ურჩევს

ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ს საკუთარი მეგობრის შეძენას ურჩევს
დღეს, 10:22
Aa Aa
გაზიარება:

ფრანგული გამოცემა Le 10 Sport იუწყება, რომ ხვიჩა კვარაცხელია თავის ახალ კლუბს, "პარი სენ-ჟერმენს", ვიქტორ ოსიმენის შეძენას ურჩევს.

პარიზული გრანდი კვლავ გეგმავს ზაფხულში "ნაპოლის" რიგებიდან შეტევის გაძლიერებას. კვარაცხელია უკვე გახდა "პსჟ"-ს წევრი 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ, ხოლო ახლა ყურადღება ნიგერიელ ფორვარდზეა გადატანილი — მოლაპარაკებები ეტაპობრივად მიმდინარეობს.

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ოსიმენის ტრანსფერი სავსებით რეალური სცენარია. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს "ნაპოლის" პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი, თავდამსხმელს 100 მილიონ ევროდ არ უშვებდა, ამჯერად მზად არის, იგი დაახლოებით 75 მილიონ ევროდ გაასხვისოს.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად ტრანსფერის განხორციელების ყველაზე დიდი შანსი მანჩესტერ იუნაიტედს აქვს, რომელმაც, თუ თურქულ გამოცემებს დავუჯერებთ, ნიგერიელ ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა, თუმცა, არავინ იცის, იქნებ ხვიჩას ფაქტორმა ყველაფერი რადიკალურად შეცვალოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი