ერთმანეთზე უკეთესები - გიორგი მიქაუტაძემ კვარას შედეგი გაიმეორა » სპორტის ხაზი

ერთმანეთზე უკეთესები - გიორგი მიქაუტაძემ კვარას შედეგი გაიმეორა

ერთმანეთზე უკეთესები - გიორგი მიქაუტაძემ კვარას შედეგი გაიმეორა
გუშინ, 16:59
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ გიორგი მიქაუტაძის ლიონმა ლიგა 1-ში რენი 4:1 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ზონისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.

აღსანიშნავია, რომ რენს ბოლო გოლი სწორედ ქართველმა ფორვარდმა გაუტანა, თანაც საკმაოდ ლამაზი დარტყმით, რის ხარჯზეც გიორგიმ ხვიჩა კვარაცხელიას რეკორდი გაიმეორა.

მიქაუტაძე გახდა მეორე ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის ტოპ 5 ლიგის პირველ 2 სეზონში მინიმუმ 10-10 გოლი გაიტანა.

ლიონის ქართველ შემტევს რენის კარში გატანილი გოლით მაჩვენებელი სწორედ 10-მდე აუვიდა, იქამდე კი გიორგის მეცში 14 გოლი ჰქონდა გატანილი. რაც შეეხება კვარას, მან ნაპოლიში 12, შემდეგ კი 11 გოლი გაიტანა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი