ლეგენდარულმა ფეხბურთელმა კრიშტიანო რონალდომ 'ალ-ნასრისთან' ორწლინახევრიანი კონტრაქტი შეათანხმა და ის გუნდს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდება, აცხადებს ცნობილი გამოცემა MARCA.
37 წლის ფეხბურთელის 'მანჩესტერ იუნაიტედიდან' წამოსვლის გადაწყვეტილების შემდეგ ბევრი ფიქრობდა, რომ პორტუგალიელს ჩემპიონთა ლიგაზე ისევ ვიხილავდით, თუმცა როგორც სჩანს შემტევმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც ზემოთხსენებული გამოცემა სძენს კრიშტიანუ არაბულ კლუბში გადასვლით ყველაზე მაღალანაზღაურება სპორტსმენი გახდება - მისი კონტრაქტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 200 მილიონი ევრო იქნება.
გეტყვით იმასაც, რომ 'ალ-ნასარი' თავის ჩემპიონატში ბოლო ადგილზე იმყოფება.