"ნაპოლის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, ერთ-ერთ ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველი ფეხბურთელის დამატება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სწორი გადაწყვეტილება იყო, მაშინდელი ხელმძღვანელობის მხრიდან.
სპალეტიმ განაცხადა, რომ ნაპოლიში კვარაცხელიას გაფორმებისას გუნდის სტაფი ეძებდა მოთამაშეს, რომელიც ლორენცო ინსინიეს ღირსეულად შეცვლიდა.
"როცა კვარაცხელია მოვიდა, ვხედავდით, რომ მას ბევრი რამის დახვეწა სჭირდებოდა. ჩვენ ყურადღებით ვადევნებდით თვალს მისი სისწრაფისა და ტექნიკური დარტყმების განვითარების პროცესს, როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა ფეხით და თავით.
ქართველებს ნამდვილად გყავთ ნამდვილი ჩემპიონი, რომელიც დღეს დიეგო მარადონას გზას გადის," – თქვა ლუჩანო სპალეტიმ.