თურქული გრანდი ზაფხულში დავითაშვილის დამატებას შეეცდება » სპორტის ხაზი

თურქული გრანდი ზაფხულში დავითაშვილის დამატებას შეეცდება

თურქული გრანდი ზაფხულში დავითაშვილის დამატებას შეეცდება
25-04-2025, 12:03
Aa Aa
გაზიარება:

თურქული მედიის ინფორმაციით, სტამბოლის ერთ-ერთი წამყვანი კლუბი, "ბეშიქთაში", სერიოზულად აკვირდება ზურიკო დავითაშვილს, რომელიც ამჟამად "სენტ-ეტიენის" ღირსებას იცავს.

გავრცელებული ცნობების თანახმად, ქართველი შემტევი თურქულ კლუბში ერთ-ერთ მთავარ სატრანსფერო სამიზნედ განიხილება და ზაფხულის ფანჯარაზე მისი დამატება "ბეშიქთაშის" ხელმძღვანელობისთვის პრიორიტეტული იქნება.

ჯერ არ არის ცნობილი, არის თუ არა "სენტ-ეტიენი" მზად ზურიკოს გასაშვებად, თუმცა დიდი ალბათობით სიტუაცია კლუბის მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული. თუ ფრანგული გუნდი ლიგა 2-ში დაბრუნდება, დავითაშვილის წასვლის შანსი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ამ დროისთვის "სენტ-ეტიენი" ლიგა 1-ის ცხრილში არცთუ სახარბიელო პოზიციაზეა – გუნდი 27 ქულით მე-17 ადგილზე იმყოფება და გადარჩენისთვის ბრძოლა ელის.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი