"მილანი იმსახურებდა გამარჯვებას" - სიმონე ინძაგი წაგების შემდეგ » სპორტის ხაზი

"მილანი იმსახურებდა გამარჯვებას" - სიმონე ინძაგი წაგების შემდეგ

"მილანი იმსახურებდა გამარჯვებას" - სიმონე ინძაგი წაგების შემდეგ
დღეს, 13:35
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის თასის ნახევარფინალში ინტერმა მილანთან დერბიში მძიმე მარცხი განიცადა. სიმონე ინძაგის გუნდმა 0:3 წააგო და ფინალის საგზური ხელიდან გაუშვა.

სხვათა შორის, ინტერმა უკვე ზედიზედ მეორე თამაში წააგო. მილანთან დამარცხებამდე ნერაძური შიდა ჩემპიონატში ბოლონიასთან დამარცხდა, ზედიზედ წაგებები კი ინძაგის ინტერს ნამდვილად არ ახასიათებს.

მატჩის შემდეგ სიმონემ თქვა, რომ მილანი მოგებას იმსახურებდა:

მეტოქე გამარჯვებას იმსახურებდა. ჩვენზე რადიკალურად ცუდად იმოქმედა კუთხურიდან გაშვებულმა გოლმა, რის შემდეგაც საერთოდ ავირიეთ და ცუდად დავიწყეთ თამაში. ვწუხვარ იმ ფანების გამო, რომლებიც ჩვენთან ერთად იყვნენ. ახლა მთავარი ისაა, რომ მომდევნო თამაშებზე გადავერთოთ.

- თქვა ინძაგიმ, რომლის გუნდსაც წინ ყურება აუცილებლად სჭირდება, რადგან ინტერს საბრძოლველი აქვს როგორც სერია A-ში, ისე ჩემპიონთა ლიგაზეც.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი