FIFA ვინისიუს ჟუნიორის დასჯასა და დისკვალიფიკაციას არ გამორიცხავს » სპორტის ხაზი

FIFA ვინისიუს ჟუნიორის დასჯასა და დისკვალიფიკაციას არ გამორიცხავს

FIFA ვინისიუს ჟუნიორის დასჯასა და დისკვალიფიკაციას არ გამორიცხავს
გუშინ, 23:37
Aa Aa
გაზიარება:

ვინისიუს ჟუნიორი, რომელიც თანამედროვე ფეხბურთში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და გავლენიან მოთამაშედ ითვლება, შესაძლოა საფეხბურთო კარიერას დროებით ჩამოშორდეს — მისთვის 2-წლიანი დისკვალიფიკაცია განიხილება.

ფეხბურთელის წინააღმდეგ გამოძიება იმ გარემოებამ გააჩინა, რომ "რეალ მადრიდის" ბრაზილიელი შემტევი, კარიერის პარალელურად, ერთდროულად რამდენიმე საფეხბურთო კლუბის თანამფლობელობაშია. FIFA აღნიშნულ ქმედებას ინტერესთა კონფლიქტად აფასებს და მის შესაძლო სანქცირებას განიხილავს. ორგანიზაციის წესდების მიხედვით, მოქმედი ფეხბურთელებისთვის დაუშვებელია ისეთი ფინანსური ჩართულობა, რომელიც გავლენას მოახდენს სპორტულ ობიექტურობასა და კონკურენციის პრინციპებზე.

FIFA-ს საბოლოო გადაწყვეტილების შემთხვევაში, ჯუნიორს 2 წლით პროფესიონალური ფეხბურთიდან ჩამოშორება ემუქრება, რაც მის კარიერაზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს. ამ ეტაპზე განხილვის მთავარი ფაქტორი ის არის, რომ ვინისიუსი ბოლო პერიოდში პორტუგალიურ კლუბ "ალვერკას" თანამფლობელი გახდა — ეს გუნდი პორტუგალიის მესამე დივიზიონში ასპარეზობს.

აღსანიშნავია, რომ მსგავს შემთხვევებში FIFA ყოველთვის განსაკუთრებული სიფრთხილით მოქმედებს, რათა დაცული იყოს სპორტის ეთიკური სტანდარტები და თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი ფორმის გავლენა, რაც თამაშის სამართლიანობას ეჭვქვეშ დააყენებს.

ამ ეტაპზე FIFA განაგრძობს საქმის განხილვას და საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში გამოაცხადებს. თუ დადასტურდება, რომ ფეხბურთელი მოქმედ რეგულაციებს არღვევს, მის დისკვალიფიკაციას სამართლებრივი საფუძველი ექნება და შესაბამისი ზომებიც იქნება მიღებული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი