კაკაბაძის თამაშს ნიდერლანდელი და გერმანელი სკაუტები ესწრებოდნენ » სპორტის ხაზი

კაკაბაძის თამაშს ნიდერლანდელი და გერმანელი სკაუტები ესწრებოდნენ

კაკაბაძის თამაშს ნიდერლანდელი და გერმანელი სკაუტები ესწრებოდნენ
23-04-2025, 14:42
Aa Aa
გაზიარება:

პოლონეთის ექსტრაკლასას 29-ე ტურში „კრაკოვია“ სტუმრად პოზნანის „ლეხთან“ 1:2 დამარცხდა, თუმცა მატჩის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა ქართველი მცველი ოთარ კაკაბაძე გახდა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა და გოლის გატანით თავი გამოიჩინა.

პოლონური მედიის ინფორმაციით (goal.pl), აღნიშნულ შეხვედრას რამდენიმე უცხოური კლუბის სკაუტიც ესწრებოდა — მათ შორის ნიდერლანდებისა და გერმანიის წარმომადგენლები.

წყაროს ცნობით, სტუმრები კაკაბაძის თამაშით კმაყოფილები დარჩნენ. ქართველმა არა მხოლოდ გოლი გაიტანა, არამედ მეორე გოლთანაც ძალიან ახლოს იყო, უბრალოდ არ გაუმართლა და ბურთი ძელს მოხვდა.

მიმდინარე სეზონში ოთარ კაკაბაძემ უკვე 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. კრაკოვის კლუბი ამჟამად 42 ქულით მეშვიდე პოზიციაზე იმყოფება და მომდევნო ტურში 26 აპრილს „მოტორს“ სტუმრად დაუპირისპირდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი