შონ ო'მალიზე მიღწეული შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ მერაბ დვალიშვილმა მედიასთან ემოციური კომენტარი გააკეთა და თანაგუნდელ ალჯამეინ სტერლინგს განსაკუთრებული მადლიერება გამოუცხადა.
„ქართველმა მანქანამ“ აღნიშნა, რომ სტერლინგმა ბრძოლისთვის მოსამზადებელ პროცესში დიდ წვლილი შეიტანა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, პრემიიდან მიღებული თანხა მასთან გაეყო.
„ალჯო მოსამზადებელ პერიოდში სულ ჩემ გვერდით იდგა. ვუთხარი, რომ ბონუსის ნახევარი მისია — ეს იქნება ჩემი საქორწინო საჩუქარი მისთვის,“ — თქვა მერაბმა ღიმილით.