"კრაკოვიას" მარჯვენა-მცველი ოთარ კაკაბაძე პოლონეთის ჩემპიონატის მე-15 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ამის მთავარი განმაპირობებელი კი მისი საგოლე გადაცემა გახდა, რაც გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა.
ქართველის გუნდი პოლონეთის ჩემპიონატში 22 ქულით მე-7 ადგილზეა. რაც შეეხება 27 წლის ფეხბურთელს, მას ამ სეზონში ჩატარებულ 15 მატჩში 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.