ანჩელოტი: "მიყვარს აქ ყოფნა და იმედი მაქვს, ეს მაქსიმალურად დიდხანს გაგრძელდება" » სპორტის ხაზი

ანჩელოტი: "მიყვარს აქ ყოფნა და იმედი მაქვს, ეს მაქსიმალურად დიდხანს გაგრძელდება"

ანჩელოტი: "მიყვარს აქ ყოფნა და იმედი მაქვს, ეს მაქსიმალურად დიდხანს გაგრძელდება"
გუშინ, 17:15
Aa Aa
გაზიარება:

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ კლუბში ყოფნის შესახებ გულწრფელი კომენტარი გააკეთა.

იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ მიუხედავად მაღალი წნეხისა და რთული სეზონისა, ის „სანტიაგო ბერნაბეუზე“ თავს ბედნიერად გრძნობს და იმედოვნებს, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ დიდხანს გაგრძელდება.

მიყვარს აქ ყოფნა. იმედი მაქვს, ეს მაქსიმალურად დიდხანს გაგრძელდება. სეზონის დასრულებას ვუახლოვდებით და წნეხი დიდია, მაგრამ კლუბისგან მხარდაჭერა არ მაკლია“, – განაცხადა ანჩელოტიმ.

ცნობისთვის, ესპანური პრესა ანჩელოტის მთავარ შემცვლელად ბაიერ ლევერკუზენის მთავარ მწვრთნელ ჩაბი ალონსოს ასახელებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი