ბარსელონას სპორტულმა დირექტორმა დეკუმ პრესასთან საუბარში განაცხადა, რომ კლუბი სამივე ტიტულისთვის ბრძოლას განაგრძობს და არცერთზე არ აპირებს უარის თქმას.
"სეზონის დასაწყისიდანვე მიზანი ნათელი იყო – ყველა ტურნირის მოგება. ამ ეტაპზე გუნდი კარგ ფორმაშია, თავდაჯერებულია და თითქმის ყველა მოთამაშე მზადაა", – განაცხადა დეკუმ.
მან ასევე დაადასტურა, რომ პოლონელი მეკარე ვოიცეხ შჩესნი გუნდში კიდევ ერთი წლით დარჩება:
"შჩესნის დიდი გამოცდილება აქვს და ვიცოდით, რომ ბევრის მოცემა შეეძლო. ის მომდევნო სეზონშიც ჩვენი შემადგენლობის ნაწილი იქნება."
შეგახსენებთ, რომ ბარსელონა ერთდროულად იბრძვის ლა ლიგის, ესპანეთის თასისა და ჩემპიონთა ლიგის ტიტულებისთვის.