ოფიციალური ინფორმაციით, სერია A-ს დღევანდელი ყველა მატჩი გადაიდო, რაც იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა. გადადების მიზეზი რომის პაპის, ფრანცისკეს გარდაცვალებაა, რომელიც 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. შედეგად, დღეს დაგეგმილი ოთხი შეხვედრა გაუქმდა.
სერია A-ს მატჩები, რომლებიც დღეს უნდა ჩატარებულიყო, გადაიდო მას შემდეგ, რაც პაპის გარდაცვალების ამბავი გავრცელდა.
დღეისთვის დაგეგმილი იყო შემდეგი მატჩები:
"ტორინო" - "უდინეზე"
"კალიარი" - "ფიორენტინა"
"ჯენოა" - "ლაციო"
"პარმა" - "იუვენტუსი"
რომის პაპი ფრანცისკე, რომელიც 89 წლის ასაკში გარდაიცვალა, ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი იყო.