იტალიის ჩემპიონატში მატჩები რომის პაპის გარდაცვალების გამო გადაიდო » სპორტის ხაზი

იტალიის ჩემპიონატში მატჩები რომის პაპის გარდაცვალების გამო გადაიდო

იტალიის ჩემპიონატში მატჩები რომის პაპის გარდაცვალების გამო გადაიდო
გუშინ, 15:56
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, იტალიის ჩემპიონატის რიგით 33-ე ტურში 4 შეხვედრა უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ოთხივე მათგანი ჯერჯერობით დაუდგენელი ვადით გადაიდო.

საქმე ისაა, რომ რამდენიმე საათის წინ, რომის პაპი გარდაიცვალა, რამაც არამარტო სერია A-ს მატჩები, არამედ ასაკობრივი შეხვედრებიც გადადო.

რომის პაპი ფრანცისკე დღეს 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის საკუთარ მოვალეობას 2013 წლიდან ასრულებდა და ფეხბურთის დიდი ქომაგი გახლდათ.

თამაშები, რომლებიც გადაიდო:

ტორინო - უდინეზე

კალიარი - ფიორენტინა

ჯენოა - ლაციო

პარმა - იუვენტუსი


კომენტარის დამატება ( 1 )
კოდის განახლება
SHOTEX_21

ცუდია რომის პაპის გარდაცვალება

გუშინ, 19:26
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი