Football Insider-ის ინფორმაციით, ახალი სეზონიდან პეპ გვარდიოლა მანჩესტერ სიტიში კევინ დე ბრუინის შემცვლელის მოყვანას მოითხოვს.
როგორც წყარო იტყობინება, ესპანელ სპეციალისტს ყველაზე მეტად ფლორიან ვირტსის ვარიანტი მოსწონს, რომელიც ლევერკუზენის დატოვებასთან ახლოსაა.
პრობლემა ისაა, რომ ფლორიანის დასამატებლად სიტისთან ერთად რეალი და ბაიერნიც იბრძვიან, თავად გერმანელის პრიორიტეტი კი სამეფო კლუბია.
ვირტსმა ლევერკუზენის მაისურით მიმდინარე სეზონში 15 გოლი შეაგდო და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.