ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა თანაგუნდელმა ვიქტორ ოსიმენმა ქართველი ფეხბურთელის პსჟ-ში ტრანსფერზე ისაუბრა.
"კვარაცხელიასთან ხშირად ვლაპარაკობ და მან ეს ყველაფერი დაიმსახურა. როცა პსჟ-ში გადავიდა ვუთხარი: ეს დაიმსახურე, პარიზში წადი და სიამოვნება მიიღე, ვიცი, რომ საოცარ რაღაცეებს გააკეთებ. მასთან ბრწყინვალე ურთიერთობა მაქვს - ხვიჩა არის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია ბევრს მიაღწიოს", - განაცხადა ოსიმენმა.
ცნობისთვის, კვარამ პსჟ-ს მაისურით ჩატარებულ 19 მატჩში თავი 4 გოლითა და 5 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.