ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა თანაგუნდელმა ვიქტორ ოსიმენმა ქართველი ფეხბურთელის პსჟ-ში ტრანსფერზე ისაუბრა.
"კვარაცხელიასთან ხშირად ვლაპარაკობ და მან ეს ყველაფერი დაიმსახურა. როცა პსჟ-ში გადავიდა ვუთხარი: "ეს დაიმსახურე, პარიზში წადი და სიამოვნება მიიღე, ვიცი, რომ საოცარ რაღაცეებს გააკეთებ". მასთან ბრწყინვალე ურთიერთობა მაქვს - ხვიჩა არის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია ბევრს მიაღწიოს", - განაცხადა ოსიმენმა.
ცნობისთვის, პსჟ-ს მაისურით ჩატარებულ 13 მატჩში ხვიჩამ თავი 2 გოლითა და 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.