კვლავ ტრავმირებულია - ნეიმარი მინიმუმ 2 თვე იუქმებს » სპორტის ხაზი

კვლავ ტრავმირებულია - ნეიმარი მინიმუმ 2 თვე იუქმებს

კვლავ ტრავმირებულია - ნეიმარი მინიმუმ 2 თვე იუქმებს
19-04-2025, 18:00
Aa Aa
გაზიარება:

სანტოსის შემტევი ნეიმარი კვლავ ტრავმირებულია და სავარაუდოდ, მოედანზე დაბრუნებას ორ თვეში შეძლებს.

ბოლო შეხვედრისას ბრაზილიელმა ფეხბურთელმა კუნთის დაზიანება მიიღო და ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევის მიხედვით, აღდგენითი პროცესი დაახლოებით 4-დან 6 კვირამდე გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ ნეიმარი ბოლო პერიოდში ტრავმიანობის გამო სტაბილურ ფორმაში ყოფნას ვერ ახერხებს. სანტოსში დაბრუნების შემდეგ მან 9 შეხვედრაში მხოლოდ 3 გოლი გაიტანა, რაც ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ყოფილ ვარსკვლავს ფორმის დაბრუნება ჯერ კიდევ უჭირს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი