"ყველაფერი სხვაგვარად იყო" - კუნდე და ლევანდოვსკი იმედგაცრუებულები არიან » სპორტის ხაზი

"ყველაფერი სხვაგვარად იყო" - კუნდე და ლევანდოვსკი იმედგაცრუებულები არიან

"ყველაფერი სხვაგვარად იყო" - კუნდე და ლევანდოვსკი იმედგაცრუებულები არიან
16-04-2025, 14:21
Aa Aa
გაზიარება:

მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში ბარსელონა 1:3 დამარცხდა, შინ დიდი ანგარიშით მოგების ხარჯზე გუნდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მაინც გავიდა.

როგორც ჩანს, ბარსას ფეხბურთელები თავიანთი თავებით საკმაოდ უკმაყოფილოები დარჩნენ. მაგალითად, კუნდეს და ლევანდოვსკის მიაჩნიათ, რომ ბარსამ დორტმუნდთან გუშინდელ შეხვედრაში ძალიან ცუდი ხარისხი აჩვენა.

"ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. ნახევარდაცვაში კონტროლი გვაკლდა. ბურთი ბევრჯერ დავკარგეთ და პასი მეტოქეს გადავეცით. აქედან უნდა ვისწავლოთ, რადგან ასე თამაში არ შეიძლება", - ლევანდოვსკი.

"მიხარია, რომ ნახევარფინალში ვართ, თუმცა თამაშით იმედგაცრუებული ვარ. ჩვენ ყველაფერი გვაკლდა, რაც პირველ ნახევარში ვაჩვენეთ. გვაკლდა ინტენსივობა, პრესინგი, კონცენტრაცია, დუელის ხშირი მოგება..", - კუნდე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი