მოწინავეთა სიაშია - მამარდაშვილის მორიგი მიღწევა ვალენსიაში » სპორტის ხაზი

მოწინავეთა სიაშია - მამარდაშვილის მორიგი მიღწევა ვალენსიაში

მოწინავეთა სიაშია - მამარდაშვილის მორიგი მიღწევა ვალენსიაში
15-04-2025, 18:18
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას იმ მეკარეთა სიაშია, რომლებსაც კლუბის მაისურით ყველაზე ბევრი შეხვედრა აქვთ ჩატარებული.

გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიის“ იმ მეკარეების ათეულში მოხვდა, რომლებმაც გუნდში ყველაზე მეტი ოფიციალური მატჩი ჩაატარეს. საქართველოს ნაკრების წევრმა „ვალენსიაში“ 127 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა, აქედან 120 – ლა ლიგაში. მამარდაშვილი კლუბში მეოთხე სეზონს ატარებს, თუმცა გასულ ზაფხულს მისი ტრანსფერი „ლივერპულმა“ გამოისყიდა და ესპანეთში ახლა იჯარით თამაშობს.

სიის სათავეში სანტიაგო კანისარესია (416 ოფიციალური მატჩი, 305 – ლა ლიგაში), მან „ვალენსიაში“ 10 სეზონი გაატარა (1998-2008), რომლის განმავლობაშიც რვა ტიტული მოიგო. მეორე ადგილზეა ხოსე მანუელ სემპერე (1980-1995 წლებში 364 მატჩი, 301 – ლა ლიგაში) და მოიგო ერთი ტიტული. მესამეა იგნასიო ეიზაგირე (246 მატჩი, 187 – ლა ლიგაში) – მან 1941-1952 წლებში 11 სეზონი ითამაშა და ხუთი ჯილდო მოიგო. მამარდაშვილი აღნიშნულ სიაში მეათე ადგილზეა – მან თანაგუნდელ ხაუმე დომენეკს გადაასწრო, რომელიც მეთერთმეტეა (122 მატჩი, 78 – ლა ლიგაში) და 2019 წელს ესპანეთის თასი (კოპა დელ რეი) მოიგო.

- წერს Plazadeportiva.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი