ედი ჰოუს პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს - ნიუკასლის მწვრთნელი რეაბილიტაციას გადის » სპორტის ხაზი

ედი ჰოუს პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს - ნიუკასლის მწვრთნელი რეაბილიტაციას გადის

ედი ჰოუს პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს - ნიუკასლის მწვრთნელი რეაბილიტაციას გადის
15-04-2025, 18:58
Aa Aa
გაზიარება:

პრემიერ ლიგის უკანასკნელ ტურში ნიუკასლ იუნაიტედი მინდორზე მთავარი მწვრთნელის, ედი ჰოუს ასისტენტმა, ჯეისონ ტინდელმა გაიყვანა და გუნდმა მანჩესტერ იუნაიტედი 4:1 დაამარცხა.

საქმე ისაა, რომ ჰოუ აღნიშნულ შეხვედრას ავადმყოფობის გამო ტოვებდა, ახლა კი დაიწერა, რომ ინგლისელ სპეციალისტს პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს.

კლუბის ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ ედი ჰოუ რეაბილიტაციის პროცესს გადის და გუნდს გამოჯანმრთელების შემდეგ დაუბრუნდება.

ედი ჰოუს გაწვრთნილი ნიუკასლი პრემიერ ლიგაში მე-4 ადგილზეა, სულ ცოტა ხნის წინ კი 'კაჭკაჭებმა" ლიგის თასის ფინალში ლივერპულს 2:1 მოუგეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი