ქართულ კლასიკოს ცნობილი გერმანელი სპორტული ჟურნალისტი და მწერალი დაესწრო » სპორტის ხაზი

ქართულ კლასიკოს ცნობილი გერმანელი სპორტული ჟურნალისტი და მწერალი დაესწრო

ქართულ კლასიკოს ცნობილი გერმანელი სპორტული ჟურნალისტი და მწერალი დაესწრო
14-04-2025, 23:52
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, "ტორპედოსა" და "დინამოს" მატჩს ცნობილი გერმანელი სპორტული ჟურნალისტი, მწერალი კრისტოფ ბირმანი დაესწრო.
ბირმანი გერმანული საფეხბურთო ჟურნალის, 11 Freunde-ს შეფ-რეპორტიორი, "გერმანიის საფეხბურთო კულტურის აკადემიის" წევრი და არაერთი წიგნის ავტორია.

ორჯერ დაასახელეს საუკეთესო სპორტულ ჟურნალისტად გერმანიაში. მისი სამი წიგნი აღიარებულია გერმანიაში წლის საუკეთესო საფეხბურთო წიგნად.

ჩვენს სტუმარს ქალაქი და მატჩი, სტადიონზე შექმნილი ატმოსფერო ძალიან მოეწონა, ჩვენ კი მის საინტერესო ანალიტიკურ სტატიას ველით ქუთაისსა და "ტორპედოზე" - ვკითხულობთ იმერული კლუბის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი