დავიდე ფრატეზიმ გატანილი გოლი გარდაცვლილ ბებიას მიუძღვნა » სპორტის ხაზი

დავიდე ფრატეზიმ გატანილი გოლი გარდაცვლილ ბებიას მიუძღვნა

დავიდე ფრატეზიმ გატანილი გოლი გარდაცვლილ ბებიას მიუძღვნა
9-04-2025, 16:14
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველი წრის შეხვედრაში ინტერმა ბაიერნს გასვლაზე 2:1 მოუგო, გამარჯვების გოლი კი დავიდე ფრატეზიმ გაიტანა.

ფრატეზიმ მატჩის შემდეგ ემოციური კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, გოლი ახლახან გარდაცვლილ ბებიას მიუძღვნა.

ვიცი, რომ ჩვენ ერთმანეთთან კავშირი ისევ გვაქვს. ერთ დღესაც ისევ გნახავ და ჩვენ კვლავ ერთად ვიცეკვებთ.

ყოველთვის მეგონა, რომ უძლეველი გონება მქონდა, თუმცა შემდეგ ბებიაჩემი გარდაიცვალა, რამაც შოკში ჩამაგდო. დარწმუნებული ვარ, რომ ამ თამაშში სწორედ ის მეხმარებოდა.

- თქვა ფრატეზიმ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი