ესპანური გამოცემების მტკიცებით, რეალ მადრიდი ნახევარდაცვის გაძლიერებას გრძელვადიან პერსპექტივაში ენცო ფერნანდესის ტრანსფერით აპირებს.
როგორც იწერება, სამეფო კლუბს ტრანსფერში კონკურენციას ატლეტიკო მადრიდიც გაუწევს, თუმცა, თუ ენცო ჩელსის დატოვებს, ნაკლებად სავარაუდოა რეალის გარდა სხვა კლუბზე შეაჩეროს არჩევანი.
ცნობისთვის, 24 წლის ფერნანდესსა და ჩელსის შორის არსებულ ხელშეკრულებას ვადა 2032 წლის ივნისში გადის.