მზადება ინგლისისთვის - ლივერპულმა მამარდას ვარჯიში უკვე დაიწყო » სპორტის ხაზი

მზადება ინგლისისთვის - ლივერპულმა მამარდას ვარჯიში უკვე დაიწყო

მზადება ინგლისისთვის - ლივერპულმა მამარდას ვარჯიში უკვე დაიწყო
7-04-2025, 19:00
Aa Aa
გაზიარება:

მცირედი ჩავარდნის შემდეგ, გიორგი მამარდაშვილმა ძველი ფორმა დაიბრუნა და მადრიდის რეალის წინააღმდეგ სანტიაგო ბერნაბეუზე MVP გახდა!

ცხადია, ლივერპულში ქართველი მეკარის თამაში ძალიან მოეწონათ და მამარდას სტატიაც კი მიუძღვნეს იმის შესახებ, რომ ის მაღალ დონეზე სათამაშოდ აბსოლუტურად მზად არის.

სხვათა შორის, მერსესაიდელებმა მამარდაშვილის ინგლისისთვის მზადება უკვე დაიწყეს. როგორც დაიწერა, ქართველი კიპერი ლივერპულის წარმომადგენლებთან ხშირ კონტაქტშია და გიორგის ესპანეთში სწორედ ისინი ავარჯიშებენ.

შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილი ლივერპულს ახალი სეზონის სტარტზე შეუერთდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი