როგორც ფაბრიციო რომანო წერს, ბარსელონამ გადაწყვიტა, რომ ზაფხულში ანსუ ფატი გაყიდოს, გამოთავისუფლებული ადგილი კი ახალი ვინგერით შეავსოს.
მიუხედავად იმისა, რომ ზამთარში ფატიმ ბევრ კლუბს უთხრა უარი, დიდი შანსია, რომ ზაფხულში სიტუაცია შეიცვალოს და წასვლის სურვილი თავად ფეხბურთელსაც გაუჩნდეს.
ჟურნალისტის ინფორმაციით, ბარსელონას ფატის გაშვების შემდეგ ფულიც გაუჩნდება და ფეარპლეის წესებზეც არ ექნება სანერვიულო.
ფატიმ ამ სეზონის ლა ლიგაში მხოლოდ 4 შეხვედრა ითამაშა და გოლი არ გაუტანია.