ხანგრძლივმა ტრავმიანობამ და არასტაბილურობამ ბარსელონა და ანსუ ფატი საკმაოდ დააშორა. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელი კვლავ ბარსაში ირიცხება, ის სათამაშო წუთებს თითქმის აღარ იღებს.
ფატის თქმით, დარჩენა და თამაში კვლავ ბარსელონაში სურს, თუმცა კლუბი საპირისპირო აზრზეა. ტექნიკური და სპორტული მხარე გეგმავს, რომ ფატი გუნდიდან გაუშსვას.
რაც შეეხება ფეხბურთელის სპორტულ აგენტს, ის თვლის, რომ ფატი სხვა გუნდში ისევ იჯარით უნდა წავიდეს, თუმცა მას ამაზე ანსუსგან ჯერ თანხმობა არ აქვს.
ანსუ ფატის მიმდინარე ლა ლიგის სეზონში მხოლოდ 4 თამაში აქვს ჩატარებული.