"გული დამწყდა, რომ გოლი გამიუქმეს" - კვარას პირველი კომენტარი მატჩის შემდეგ » სპორტის ხაზი

"გული დამწყდა, რომ გოლი გამიუქმეს" - კვარას პირველი კომენტარი მატჩის შემდეგ

"გული დამწყდა, რომ გოლი გამიუქმეს" - კვარას პირველი კომენტარი მატჩის შემდეგ
დღეს, 02:32
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი ლივერპულთან ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში 0:1 დამარცხდა და განმეორებით შეხვედრამდე აუტსაიდერის სტატუსი მიიღო.

სამწუხაროდ, კვარას საოცარი გოლი გაუუქმეს, მიზეზი კი თამაშგარე გახლდათ. აი, რა თქვა ქართველმა მატჩის შემდეგ:

გული დამწყდა, რომ გოლი გამიუქმეს, თუმცა მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და შედეგი აუცილებლად მოვა. მათ სტადიონზე რთული თამაში გველის, თუმცა ფეხბურთზე უნდა ვფოკუსირდეთ, იგივე თამაში ვითამაშოთ და გოლი გავიტანოთ. ვფიქრობ, დღეს მოგებას ვიმსახურებდით, რადგან გატანა ბევრჯერ შეგვეძლო. წინ საპასუხო მატჩია და ამისთვის უნდა მოვემზადოთ.

- თქვა ხვიჩამ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი