"კვარამ დაგვანახა ჩვენი რეალური დონე" - რას წერენ იტალიაში ხვიჩაზე » სპორტის ხაზი

"კვარამ დაგვანახა ჩვენი რეალური დონე" - რას წერენ იტალიაში ხვიჩაზე

"კვარამ დაგვანახა ჩვენი რეალური დონე" - რას წერენ იტალიაში ხვიჩაზე
გუშინ, 22:51
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლის სერია A-ში 4-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს. ანტონიო კონტეს გუნდი 3-ჯერ ფრეს დასჯერდა, ბოლო ტურში კი კომოსთან წააგო და ინტერმა სატურნირო ცხრილში გადაასწრო კიდეც.

აი, რას წერენ იტალიელი ფანები ბოლოდროინდელ მოვლენებზე სოციალურ ქსელში:

"კვარამ დაგვანახა ჩვენი რეალური დონე"

"ხვიჩა კვარაცხელიას გაშვება საბედისწერო შეცდომა იყო, რასაც ახლა ვიმკით"

"საუკეთესოს რომ არ დააფასებ, ასე მოგივა, ბატონო ბიზნესმენო"

"შეტევის ყურება ხვიჩასთან ერთად და მის გარეშე ორი სხვადასხვა რეალობაა"

"კვარასთან ერთად არაორდინალურობის იმედი მქონდა, ახლა კი გეგმის მიხედვით დაბლა ვეშვებით", - წერენ იტალიელი ფანები.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი