იტალიის ჩემპიონატის გასულ ტურში ნაპოლი კომოსთან დამარცხდა და სატურნირო ცხრილში ლიდერობა ინტერს დაუთმო.
მატჩის დასრულების შემდეგ ყოფილმა იტალიელმა ფეხბურთელმა დანიელე ადანიმ ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორზე ისაუბრა.
"ხვიჩას არყოფნა გუნდზე უდიდეს გავლენას ახდენს, რადგან ჩემი აზრით, ის იყო ნაპოლის საუკეთესო მოთამაშე და მისი წასვლის შემდეგ გუნდს მისი სათანადო შემცვლელი არ მოუყვანია.
ვფიქრობ, კვარაცხელიას გაშვების საკითხი კიდევ უფრო სიღრმისეულად უნდა გამოვიკვლიოთ, მაგრამ ამის ნაცვლად ამ თემაზე ძალიან ცოტას ვლაპარაკობთ", - განაცხადა ადანიმ.