მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი ვარსკვლავი, მეისონ გრინვუდი მარსელში შესანიშნავ სეზონს ატარებს და კარგი შანსი აქვს, რომ რომელიმე გრანდში გადავიდეს.
როგორც იწერება, ინგლისელი ფეხბურთელის ტრანსფერით ამჟამად ორი გრანდია დაინტერესებული, ბარსელონა და მიუნხენის ბაიერნი.
აღსანიშნავია, რომ ესპანელებსა და გერმანელებს გრინვუდის ხელში ჩასაგდებად საკმაოდ დიდი თანხის, 75 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ, რადგან ფეხბურთელს მარსელმა სწორედ ეს ფასი დაადო.
მიმდინარე სეზონში გრინვუდმა ლიგა 1-ის 22 მატჩში 14 გოლი გაიტანა.