ბარსა გირჩევნია მეტოქედ თუ ლივერპული? - რას პასუხობს ხვიჩა კვარაცხელია » სპორტის ხაზი

ბარსა გირჩევნია მეტოქედ თუ ლივერპული? - რას პასუხობს ხვიჩა კვარაცხელია

ბარსა გირჩევნია მეტოქედ თუ ლივერპული? - რას პასუხობს ხვიჩა კვარაცხელია
20-02-2025, 14:08
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენმა ჩემპიონთა ლიგაზე ბრესტი 7:0 გაანადგურა, კვარამ კი გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.

აღნიშნული ტურნირის 1/8-ფინალური ეტაპის წილისყრა ხვალ, ჩვენი დროით 15:00 საათზე გაიმართება, კვარას გუნდის სავარაუდო მეტოქეები კი ლივერპული და ბარსელონა არიან.

აი, რა უპასუხა ჟურნალისტს ხვიჩამ იმის შესახებ თუ ვისთან თამაშს უფრო ისურვებდა:

სულერთია, მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ უბრალოდ მზად უნდა ვიყოთ, რომ ერთ-ერთ მათგანთან ვითამაშოთ. ჩვენ პარი სენ-ჟერმენი ვართ და იოლი არცერთი მხარისთვის არ იქნება. ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, რადგან ტურნირის მოგება შეგვიძლია.

- თქვა კვარამ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი