ჩემპიონთა ლიგაზე 1/16 ფინალის ეგიდით სამი მატჩი ვიხილეთ.
"რეალმა" მოსალოდნელად რთულ და დაძაბულ დაპირისპირებაში ეტიჰადზე "სიტი" 3:2 დაამარცხა, ანგარიში ჰოლანდმა მე-19 წუთზე გახსნა, მას მბაპემ მეორე ნახევარში, მე-60 წუთზე უპასუხა. მე-80 წუთზე ნორვეგიელმა "ქალაქელები" კვლავ წინ გაიყვანა. შეხვედრის კულმინაცია ბრაჰიმ დიასის 86-ე წუთზე გატანილი გოლი და ბელინგემის 90+2 წუთზე ყველაფრის ბოლომდე მიყვანა გამოდგა.
ეს გვარდიოლას შეგირდებისთვის ტურნირზე ბოლო 6 მატჩში მეოთხე მარცხი იყო.
"იუვენტუსმა" სახლში 2:1 დაამარცხა "პსვ", ხოლო "დორტმუნდმა" კი გასვლაზე "სპორტინგს" 3:0 სძლია და მერვედფინალის საგზური თითქმის გაინაღდა.
საპასუხო შეხვედრები 20 თებერვალს გაიმართება.