"გონებაშეზღუდულები ხართ!" - ექსპერტმა კვარას კრიტიკოსებს ზედ გადაუარა » სპორტის ხაზი

"გონებაშეზღუდულები ხართ!" - ექსპერტმა კვარას კრიტიკოსებს ზედ გადაუარა

"გონებაშეზღუდულები ხართ!" - ექსპერტმა კვარას კრიტიკოსებს ზედ გადაუარა
გუშინ, 18:20
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლიზე ორიენტირებული გვერდები ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებულ სიახლეებს დღემდე აქტიურად აქვეყნებენ, ნეაპოლელი გულშემატკივრები კი ამის შეწყვეტას ითხოვენ. გარდა ამისა, ზოგიერთი მათგანი ქართველ ფეხბურთელს გამყიდველსაც კი ეძახის.

როგორც ჩანს, ამდენი ზიზღი და სიძულვილი ყელში ამოუვიდა იტალიელ ექსპერტ ენრიკო ფედელეს, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიას კრიტიკოსებს შავი დღე აყარა.

როცა კვარაზე ასე ლაპარაკობ, ამას ვულგარული პროვინციალიზმი ჰქვია! როგორი გონებაშეზღუდულები ხართ! ეს კლუბის მფლობელის გადაწყვეტილება იყო, რომელმაც ჩათვალა, რომ უპირატესობა ფინანსური განვითარებისთვის მიენიჭებინა.

დააშანტაჟა თუ არა ხვიჩამ ნაპოლი? - არა! მას ხელშეკრულების განახლების საკითხი არაერთხელ გადაუვადეს. ნაპოლის სხვანაირად რომ ემოქმედა, შეიძლება ის დარჩენილიყო კიდეც.

- თქვა ენრიკო ფედელემ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი