"რა შანტაჟი? აი სიმართლე ეს იყო" - იტალიელი ჟურნალისტი ნაპოლის დირექტორს დაუპირისპირდა » სპორტის ხაზი

"რა შანტაჟი? აი სიმართლე ეს იყო" - იტალიელი ჟურნალისტი ნაპოლის დირექტორს დაუპირისპირდა

"რა შანტაჟი? აი სიმართლე ეს იყო" - იტალიელი ჟურნალისტი ნაპოლის დირექტორს დაუპირისპირდა
დღეს, 13:46
Aa Aa
გაზიარება:

იტალიელი ჟურნალისტი ალფრედო პედულა ნაპოლის სპორტული დირექტორის ჯოვანი მანას განცხადებას ეხმაურება, სადაც ის ამბობს, რომ კვარამ და მისმა გარემოცვამ ნაპოლი "დააშანტაჟა" და კლუბი იძულებული გახდა ის გაეყიდა.

"არავითარ შანტაჟს არ ჰქონია ადგილი - მანამ 3 ნოემბერს განაცხადა, რომ კვარას დაკარგვა არ სურდა და თუ შეთანხმებას ახლა ვერა, ზაფხულში აუცილებლად მიაღწევდნენ.

არ მესმის, როცა ამას ამბობ საჯაროდ, ამ დროს კი ფეხბურთლს ჯერ კიდევ ზაფხულში უთქვამს, რომ წასვლა უნდოდა, თანაც ხვიჩას აგენტს ეს პოზიცია ნაპოლისთან 5-6-ჯერ მაინც ჰქონია დაფიქსირებული.

ეს სიტუაცია ზედმეტად მარტივი გასაგები იყო - როცა შეთანხმებას ვერ აღწევ და უარი 5-6-ჯერ მიიღე და თანაც ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ სკუდეტოს მოგების შემდეგ ოსიმენის ხელფასი 11-მილიონამდე გაუზარდე, ხვიჩას კი კვლავ 1.3 მილიონი დაუტოვე, აღარ არის საჭირო, რომ სპორტული დირექტორი კვლავ იყო
", - განაცხადა პედულამ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი