ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ალფრედო პედულამ ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო აგორებულ ჭორებზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც იგი "ნაპოლის" დატოვებს.
"ამ ჭორებს პირველ რიგში ხვიჩას აგენტი, მამუკა ჯუღელი ავრცელებს. მისი მიზანი ნათელია. ჩემი აზრით, მას სურს, რომ კვარას სახელფასო ჭერი რაც შეიძლება მაღლა ასწოის.
"ამ მომენტისათვის ქართველ ფეხბურთელს ანაზღაურების სახით 1.4 მლნ ევროს უხდიან, მაშინ როცა ოსიმენი 11 მლნ ევროს იღებს. შესაბამისად, მათი რეაქცია ნორმალურია.
"ნაპოლიმ" ხვიჩას ხელფასი უნდა გაუზარდოს, წინააღდეგ შემთხვევაში ისინი მას აუცილებლად დაკარგავენ, მისი მამა და აგენტი კი ამის გასაკეთებლად ყველაფერს იზამენ", - აცხადებს პედულა.