ალ აჰლის 32 წლის ბრაზილიელი შემტევი რობერტო ფირმინო მშობლიური ქვეყნის ქალაქ მაკეოში მდებარე მანას ეკლესიაში ევანგელურ მოძღვრად აკურთხეს.
"მანას ეკლესიის სამი წელი - რა დასამახსოვრებელი და დაუვიწყარი ღამეა ჩემთვის. მას შემდეგ, რაც ქრისტეს შევხვდით, გვინდა, რომ ადამიანებმა ეს სიყვარული შეიგრძნონ.
ახლა ცხოვრებაში ახალი პასუხისმგებლობა გვაქვს - ვიყოთ პასტორები, მადლობა ღმერთო!", - წერს ფეხბურთელი სოციალურ ქსელში.