ფრანგული "ლიონის" ქართველმა თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ კითხვაზე თუ ვის თვლის საუკეთესოდ, ვისთან ერთადაც უასპარეზია, ასეთი პასუხი გასცა:
"საუკეთესო ფეხბურთელი ვისთან ერთადაც მითამაშია? ასეთი ბევრია, თუ ერთს დავასახელებ, ეს აუცილებლად კვარაცხელიაა.
იგი ბრწყინვალე მოთამაშეა და ყველაფერი შეუძლია. ხვიჩამ იცის დრიბლინგი, აკეთებს საგოლე პასებს, იტანს გოლებს, ასრულებს საჯარიმო დარტყმებსა და კუთხურებს.
სრულყოფილი და ძლიერია"
- ამბობს ახალგაზრდა ფორვარდი.