როგორც იტალიურ მედიაში იწერება, 23 წლის დანიელ მალდინიმ მონცა დატოვა და კარიერას ბერგამოს ატალანტაში გააგრძელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მცველი გასპერინის გუნდთან საკონტრაქტო ხელშეკრულებას 2029 წლის 30 ივლისამდე გააფორმებს.
მალდინი მილანის აკადემიის აღზრდილი გახლავთ. ფეხბურთელს სერია A-ში ჯამურად 71 მატჩი აქვს გამართული და 10 გოლი გატანილი.